ახალი ამბები
,,სკოლებში მოსწავლეებისთვის კვლავაც არსებობს გაუსაძლისი გაკვეთილები"
სკოლის კურსდამთავრებულ ბავშვს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის მოვლა, ცხოვრების პირობებისთვის გამკლავდება, ჭირდება ასევე ფიზიკური სიძლიერე - ეს და სხვა მოსაზრებები სკოლა ,,თამარიონში" შეკრებილმა პედაგოგებმა და მშობლებმა ერთმანეთს გაუზიარეს. დისკუსია სკოლის ხელმძღვანელის, თამარ უთნელიშვილის ინიციატივით ფინჯან ჩაისთან გაიმართა.

მაგალითად, ფინანსისტმა თამარ ედიშერაშვილმა გაიხსენა, რომ საბჭოთა პერიოდში, მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის ფიზკულტურის გაკვეთილზე დასწრება ტანჯვა იყო, რადგან სავალდებულო შესასრულებლად ითხოვდნენ ყველასგან ხარიხაზე გადახტომას. თამარ ედიშერაშვილი ამბობს, რომ განათლების სფეროში პედაგოგის მიდგომა ასევე უნდა იყოს ინდივიდუალური და მოსწავლეზე მორგებული.

საკუთარ მიდგომებზე ისაუბრა ფიზიკის მასწავლებელმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საინტერესო მეთოდების გამოყენებით, ფიზიკის გაკვეთილი ერთ-ერთი საინტერესო და სახალისო ხდება საგნებს შორის. 

თამარ უთნელიშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრის დროს, საინტერესო წინადადებები გაჟღერდა როგორც პედაგოგების მხრიდან, ასევე, მშობლებისა და სტუმრებისგანაც.

Print

სტატიის გამოყენების პირობები