ახალი ამბები
ყაზახი მოჭიდავეები წვრთნებს გორში გადიან
გორში ყაზახეთიდან ჩასული მოჭიდავეები წვრთნებს გორელ მოჭიდავეებთან ერთად გადიან.

მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, ისინი ვახტანგ ბალავაძის სახელობის ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან.

გორში შეკრებას ასევე გადის საქართველოს მოჭიდავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები. ვარჯიშის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

მოჭიდავეები ნუგზარ სხირელის სახელობის დარბაზში ვარჯიშობენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები