ახალი ამბები
ნიქოზის მეკლდეურთა გუნდის წევრებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს
20 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ლენტეხში  საქართველოს ღია პირველობა რთულ და სწრაფ ცოცვაში ჩატარდა.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, შეჯიბრში მონაწილეობა ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის გუნდმაც მიიღო.

,,გორის რაიონის სოფელ ნიქოზში არსებულმა მეკლდეურთა კლუბის გუნდის წევრებმა, ლუკა გვარამაძემ და ბექა მელანაშვილმა წარმატებით იასპარეზეს. რთულ ცოცვაში ლუკა გვარაძემ დაიკავა მეორე, ხოლო სწრაფ ცოცვაში მანვე მესამე ადგილი დაიკავა. ასევე მესამე ადგილი დაიკავა რთულ ცოცვაში ბექა მელანაშვილმა." - აღნიშნავენ სააგენტოში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები