ახალი ამბები
სატენდერო კორუფციული ნიშნების გამო შიდა ქართლში ძირითადად კასპის მერიას უჩივიან
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, შიდა ქართლის მასშტაბით, სახელმწიფო ტენდერებში კორუფციული ნიშნების გამო ყველაზე მეტი საჩივარი კასპის მერიის წინააღმდეგ დაიწერა. ამის შესახებ ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

კასპის მერიის წინააღმდეგ 2018 წელს დაწერილი საჩივრებიდან 5-ვე დაკმაყოფილდა, აქედან 3 ნაწილობრივ, ხოლო - 2 სრულად.

კასპის მერია, ანალოგიური სახის საჩივრებთან დაკავშირებით, 2012 წლიდან რეგიონში ლიდერია. მის წინააღმდეგ დაწერილი 33 საჩივრიდან 15 დაკმაყოფილებულია, მათ შორის, 4 სრულად.

რაც შეეხება გორის მერიას, გორის მერიის წინააღმდეგ შესიდვების სააგენტოში საჩივრები 2018 წლამდე არ დაწერილა. მიმდინარე წელს, 3 საჩივარი დაიწერა, აქედან ორი დაკმაყოფილდა, ერთი - არა. დაკმაყოფილებულებიდან კი, ერთი ნაწილობრივ.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წინააღმდეგ წელს ჯერ არც ერთი საჩივარია დაწერილი. 2012 წლიდან დღემდეგ 13 საჩივარია რეგისტრირებული, საიდანაც არ დაკმაყოფიდა 9.

2018 წლის პირველ ნახევარში ხაშურის მერის წინააღმდეგ საჩივარი ორმა კომპანიამ დაწერა, თუმცა არც ერთი დაკმაყოფილდა. რაც შეეხება 2012 წლიდან 2018 წლამდე პერიოდს, სულ 18 საჩივარი დაუწერეს, აქედან დაკმაყოფილდა 4, მათ შორის, ერთი - სრულად.

 

საჩივრების შინაარსი

განსაკუთრებით, ხმაურიანია კასპის მერიის წინააღმდეგ დაწერილი საჩივრები, სადაც კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ტენდერები ,,ვიღაცაზეა მორგებული" და კორუფციულ ნიშნებს შეიცავს. აღნიშნულ სფეროს კასპის მერიაში ვიცე-მერი ზაზა მარიდაშვილი კურირებს, რომელიც თვითმმართველობაში ძალოვანი უწყებებიდან იდი ხანია მივიდა.

საჩივრების საწინააღმდეგო, შეგეგებულ განცხადებებში კასპის მერიის შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კასპის მერია ხალხს ემსახურება და მხოლოდ მათი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, თუმცა, მიმდინარე წელს, ხუთივე საჩივარში კანონის დარღვევის ფაქტებზე მიუთითეს, რაც შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებებშიცაა ასახული.

გორის მერიის წინააღმდეგ დაწერილ საჩივრებში ფიგურირებს შემდეგი მახასიათებლები: მაგალითად, კომპანია ,,სეივროუდი" აცხადებს, რომ არ შეიძლება სატენდერო წინადადებაში სავალდებულო ნორმად ტექნიკის საკუთრებაში ფლობა მიეთითოს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები