ახალი ამბები
საკორინთლოსთან რუსმა მესაზღვრეებმა მამაკაცი დააკავეს
დღეს, რუსეთის სამხედროებმა სოფელ საკორინთლოსთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლიდან აცნობეს.

მოსახლეობის ცნობით, ადგილობრივი მკვიდრი ასაკოვანია და სოფლის განაპირას მდებარე მიწის ნაკვეთებში, საქონელთან ერთად, იმყოფებოდა.

საკორინთლო კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები