პოლიციამ 1988 წელს დაბადებული გ.ლ. დამამძიმებელ გარემოებებში
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ხაშურში დააკავეს. მის მიერ
ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 29 ივნისს, ქ.
ხაშურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე
დაზიანებები მიაყენა ორ პირს: 1986 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს და 1984
წელს დაბადებულ ო.თ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზ.ხ. და ო.თ. სამკურნალო
დაწესებულებაში გადაიყვანა. გაწეული სამედიცინო დახმარების
მიუხედავად, 1984 წელს დაბადებული ო.თ.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა,
რომელი ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-109-ე
მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები