ახალი ამბები
გორში მოპარული ალუმინის ჭურჭელი ჯართის ჩამბარებელ პუნქტში იპოვეს
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა., ქურდობის ბრალდებით, გორში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქალაქ გორში, მეზობლის საცხოვრებელ ბინაში, ამავე ბინაში მცხოვრები არასრულწლოვნის მიერ ელექტრომრიცხველის ყუთში დამალული გასაღების გამოყენებით, უკანონოდ შეაღწია, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები და ტელევიზორი მოიპარა, რის შემდეგაც და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მოპარული ტელევიზორი და ე.წ. რესივერი გორში, ერთ-ერთ ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ალუმინის ჭურჭელი სოფელ მეჯვრისხევში, ფერადი ლითონების ჩამბარებელ პუნქტში აღმოაჩინეს.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები