ახალი ამბები
გორის ანსამბლმა ,,ახალი თაობა" კონცერტი მსახიობებთან ერთად გამართა
გორის საესტრადო ვოკალურმა ანსამბლმა ,,ახალი თაობა" კულტურის ცენტრის დარბაზში კონცერტი გამართა. ანსამბლის ხელმძღვანელის, ელიკო ალექსიძის თქმით, ჯგუფში 3-დან 10-წლამდე ასაკის ბავშვები არიან გაწევრიანებული.

საანგარიშო ღონისძიებაზე მონაწილეობა გორის თეატრის ცნობილმა მსახიობებმა, მანანა თევდორაშვილმა და ომარ გრიგალაშვილმაც მიიღეს. მსახიობებმა დუეტი შეასრულეს სიმღერით ,,მხოლოდ შენ ერთს" და მომავალ მომღერლებს წარმატებები უსურვეს. ღონისძიების ორგანიზებაში ვოკალურ გუნდს დახმარება გორის მერიის კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა გაუწიეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები