ახალი ამბები
გორის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები გამოცდებს აბარებენ (PHOTO)
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი გორის საგამოცდო ცენტრში. აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარერებენ.

დამკვირვებლების ცნობით, დილის 8 საათიდან 11 საათამდე არავითარ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. მესამე საჯარო სკოლასთან მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი და სახანძრო-სამაშველი ჯგუფი.

სულ საქართველოს მასშტაბით 39 000 აბიტურიენტია რეგისტირებული. ვაკანტური ადგილი უმაღლეს სასწავლებელში 43 ათასს აღწევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები