ახალი ამბები
ხაშურის რაიონში ხელოვნურ ტბაში ორი მოზარდი დაიღუპა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურად დაგუბებულ წყალში, ორი მოზარდი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გარდაცვლილები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა იპოვეს.

,,შეტყობინება მას შემდეგ შემოვიდა, როდესაც მოქალაქემ, საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა. სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიცია და სამაშველო ჯგუფები" - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.

ხაშურელების ცნობით, მოზარდები თანაკლასელები იყვნენ.

1. ფოტო - თემატურია
2. ფოტო - სოფელი ახალსოფელი და მის სიახლოვეს მდებარე ტბა

Print

სტატიის გამოყენების პირობები