ახალი ამბები
კასპში 31-წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა
გუშინ კასპის სამედიცინო ცენტრ ,,მედალფაში" მშობიარე ქალი გარდაიცვალა. დედა დაიღუპა, ხოლო ბავშვი გადარჩა. ექიმების განცხადებით ახალშობილი გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,ეს პირველი შვილი იყო ამ ოჯახისთვის," - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის წარმომადგენელმა იოსებ მარღიშვილმა. პაციენტი საავადმყოფოში სოფელ მეტეხიდან შეიყვანეს.

,,მთელ სოფელი შეძრა ამ ტრაგედიამ. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. სხვა ინფორმაცია მე არ მაქვს," - გვითხრა სოფლის წარმომადგენელმა.

,,მედალფაში" ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის გაცემა შეუძლიათ. გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები