ახალი ამბები
ავტობანზე ავარიისას 2 ქალი დაშავდა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე მსუბუქი მანქანა ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქალი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, შეტყობინება 112-ზე 2 ივლისს შევიდა. მისი განმარტებით, მანქანის ორივე მგზავრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

,,გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, - აცხადებს პრეს-სამსახური. აღნიშნული მუხლი ეხება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები