ახალი ამბები
გორის პატრულმა ტრაქტორების მაღაზია არალეგალურად გაჩხრიკა
გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები (ერთი ეკიპაჟი), დაცვის პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, ტრაქტორების მაღაზიაში ღამის საათებში შევიდნენ. ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დააფიქსირა.

ჟურნალისტების გამოჩენისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა მაღაზია დაკეტეს და ტერიტორიას სწრაფად გაეცალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებს მაღაზიაში არანაირი ჩხრეკა ჩაუტარებიათ. 

,,ვერ გეტყვით, ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები იქ არ ყოფილნა, ჩხრეკა არ ჩატარებულა." - აცხადებს პრეს-სამსახური. ფოტო გადაღებულია 1 ივლისს, სადაც პატრულის ეკიპაჟისა და დაცვის პოლიციის მანქანები ჩანს. მაღაზია სოკარის ბენზინგასამართ სადგურთან ახლოეს მდებარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები