ახალი ამბები
გორის საგამოცდო ცენტრში დღეს 11 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
დღეს, გორის საგამოცდო ცენტრში, ეროვნულ გამოცდებზე 11 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს ერონულ საგამოცდო ცენტრიდან აცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, რეგისტრირებული 540 აბიტურიენტიდან გამოცხადდა მხოლოდ 529 აბიტურიენტი.

,,დაგვიანების შემთხვევები კი, დღეს გორში არ ყოფილა," - გვითხრეს პრეს-სამსახურში. დღეს გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა.

იხ. ფოტორეპორტაჟი
Print

სტატიის გამოყენების პირობები