დღეს, საღამოს, გორის საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებს აცნობეს, რომ
გორისკენ 41 კონდიციონერი უკვე გამოგზავნეს. მესამე საჯარო სკოლაში
მათი მონტაჟი ხვალ, 4 ივლისს, დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი ამბობს, რომ სპეციალისტები
გამაგრილებელი მოწყობილობების დაყენებას საგამოცდო პროცესის
დასრულებისთანავე შეუდგებიან.
,,გვაცნობეს, რომ გორის საგამოცდო ცენტრისთვის კონდიციონერები უკვე
გამოგზავნეს. სპეციალისტები მონტაჟს მაშინვე დაიწყებენ, როგორც კი
ხვალინდელი გამოცდების პროცესი დასრულდება," - აცხადებს ვახტანგ
სუხიტაშვილი, მესამე სკოლის დირექტორი.
qartli.ge 30 ივნისს
წერდა, რომ საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2 მლნ ლარი ჰაერის
კონდიცირების საშუალებების შესაძენად გამოყო. საქართველოს 21
საგამოცდო ცენტრში 900 ცალი დამონტაჟდება.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის სხდომის N19 ოქმის
თანხმად (ქვეყანაში მოსალოდნელი ტემპერატურის მატების გამო) 2018 წლის
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების
ჩატარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს დაევალა საგამოცდო ცენტრების ჰაერის კონდიცირების
საშუალებებით უზრუნველყოფა საგამოცდო ცენტრების ინფრასტრუქტურული
მდგომარეობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ღონისძიება ითვალისწინებს
საგამოცდო ცენტრებისთვის ჰაერის კონდიცირების საშუალებების შესყიდვას
თანმდევი მონტაჟით.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2018 წლის 2 ივლისს დაიწყო.
სტატიის გამოყენების პირობები