ახალი ამბები
გორის მერია კუთვნილ 73 შენობა-ნაგებობის აღწერას იწყებს
უახლოეს ერთ თვეში ცნობილი გახდება მერიის ბალანსზე არსებული 73 შენობა-ნაგებობის საწყისი ღირებულება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, კერძო აუდიტორები თითოეულ ნაგებობის მდგომარეობას შეისწავლიან. რა მიზანს ემსახურება მასშტაბური სამუშაოების ჩატარება, ამის თაობაზე, მერიაში კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებენ.
,,ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ამ ჩამონათვალში მთავარი ადმინისტრაციული შენობა არ შედის," - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

ჩვენს კითხვაზე, შეფასებულია თუ არა უკვე მთავარი შენობა, გვიპასუხეს, რომ ჩვენი სტატიის თემა ამ კონკრეტულ შენობას არ ეხება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები