ახალი ამბები
გორის სკოლის მოსწავლეები სამართალწარმოების საკითხებში შეეჯიბრნენ
გორის მუნიციპალიტეტში დასრულდა სამართალწარმოების საკითხებზე ოლიმპიადა, სადაც გამარჯვებული გორის მე-2 და მე-4 საჯარო სკოლის გუნდები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა. ფინალური ტურს, სადაც 4 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უმასპინძლა.

ჟიურიმ გამოავლინა ასევე შემდეგი ნომინაციები:

საუკეთესო „მოპასუხე“: მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ზაზარაშვილი,

საუკეთესო „მოსარჩელე“: მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ჯავახიშვილი, ჟიურის სიმპათია მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი თენაძე

საუკეთესო კითხვის ავტორები: მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა იჩქითი და მე- 4 საჯარო სკოლის მოსწავლე ნია პავლიაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები