გორის მერი კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ მისი სამუშაო კაბინეტიდან
ხმა გადის. ამის გამო, თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯებით, კაბინეტის
კედელში ხმის იზოლაციის დამონტაჟება გადაწყვიტა.
,,რასაც ვლაპარაკობ ხოლმე კაბინეტში, ყველაფერი გარეთ ისმის," -
უთხრა გორის მერმა ჟურნალისტებს. მისი განმარტებით, განსაკუთრებით,
საუბრის ხმა სამდივნოში აღწევს. ამ თემით დაინტერესებულ ჟურნალისტებს
კი, გაღიზიანებული ტონით
მიმართა: ,,ნამუსი
გაქვთ?"
კოტე თავზარაშვილის სამუშაო კაბინეტისა და სველი წერტილების რემონტის
მიზნით 10 ათასი ლარი გამოიყო. სარემონტო სამუშაოებს კომპანია
,,მოურავი" აწარმოებს.
სტატიის გამოყენების პირობები