ახალი ამბები
გორის მესამე სკოლის მოსწავლეებმა ისტორიის მკვლევარის პროექტში გაიმარჯვეს
გორის მესამე სკოლის მოსწავლეები წყალობა ღოლიჯაშვილი, ლუკა თეთვაძე, დავით ყურელი და გიორგი დოთიაშვილი პროექტის ,,შეისწავლე ისტორია გახდი მკვლევარი" გამარჯვებული გახდნენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორმა ვახტანგ სუხიტაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მოსწავლეები გამარჯვებულები გახდნენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტში და მნიშვნელოვანი გამოწვევები გადალახეს.

პროექტი ეკუთვნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შსს აკადემიას და შსს არქივს. მეორე ეტაპი 2018 წლის იანვარში გამოცხადდა და მონაწილეობას ხუთი რეგიონის ქალაქებიდან (ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, გორი) იღებდნენ.

,,პროექტში ხუთი საჯარო სკოლის გუნდი და ხუთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი შეირჩა. პროექტი რეგიონებში განხორციელდა დისტანციურად, რაც გულისხმობს, რომ თემატური ბლოკიდან - „უახლესი ისტორია“ თემების გადანაწილების შემდეგ, ჯგუფებს საარქივო მასალა გასაცნობად და დასამუშავებლად ციფრულ ფორმატში გადაეცათ." - აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

,,მადლობა მინდა გადავუხადო,ქალბატონ ლელა ზერეკიძეს და გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისსცემა მისდამი,მის მიერ გაწეული შრომისადმი და სკოლის ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის."- აცხადებს გორის მესამე სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები