ახალი ამბები
შიდა ქართლის მერები კაბინეტებში მაღალმა ტემპერატურამ შეაწუხა
გორის, ხაშურისა და ქარელის მერები გვალვიან პერიოდს მომზადებულები შეხვდნენ.

ახალი კონდიციონერები მანამდე შეიძინეს, ვიდრე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას, მაღალი ტემპერატურის შესახებ, გააფრთხილებდა.

ყველაზე მეტი კონდიციონერი ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა შეიძინა. 6 ცალი კონდიციიონერი 7 ივნისს იყიდა.

ქარელის მერმა კაბინეტები 4 ახალი კონდიციონერით მაისშივე უზრუნველყო. კონდიციონერები 2018 წლის 10 მაისსა შესყიდული.

გორის მერმა, კოტე თავზარაშვილმა, ახალი კონდიციონერის შეძენა 28 ივნისს გადაწყვიტა. ეს მაშინ, როდესაც მის კაბინეტში სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

კასპის მერი კი, ჯერ კიდევ 2013 წელში ნაყიდი კონდიციონერით სარგებლობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები