ახალი ამბები
ქარელიდან დირბში სასმელი წყლის ძრავის ატანას 7 დღე დაჭირდა
28 ივნისიდან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. ამის მიზეზი წყალსაქაჩი ძრავის დაზიანება გახდა, რომელმაც დატვირთვას ვერ გაუძლო.

ადგილობრივები, სარემონტო სამუშაოების დამთავრებამდე, სასმელად წყაროს წყლებს იყენებენ. სოფლის წარმომადგენელი გიორგი გოგაშვილი ამბობს, რომ დღეს 6 ივლისს კომპანიის წარმომადგენლები სოფელში უკვე მუშაობენ:

,,როგორც ჩანს, ძრავამ ვერ გაუძლო დატვირთვას. მოგეხსენებთ, ცხელი დღეებია. ამ ძრავით წყალი იქაჩება რეზერვუარში და შემდეგ ნაწილდება სოფელში. ვვარაუდობთ, რომ დღესვე დაამთავრებენ რემონტს. ახალი ძრავი უკვე შეძინილი გვაქვს," - აცხადებს გიორგი გოგაშვილი.

სოფლის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ახალი ძრავი უფრო მეტი სიმძალვრისაა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ ქარელის მერიის ეკონომიურმა სამსახურმა ძრავი 29 ივნისს შეიძინა. მას შემდეგ უკვე 7 დღე გავიდა.

ფოტოზე: მდინარე ფრონე დირბთან
Print

სტატიის გამოყენების პირობები