ახალი ამბები
კასპის სკოლების გოგონათა კლუბის წევრებმა ნარჩენების საკითხზე აქტივობები დაგეგმეს
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, თუ რა შეიძლება გაკეთდეს უშუალოდ კასპში ნარჩენების არასწორი მართვით გარემოზე მიყენებული ზიანის შესამცირებლად.

დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები, როგორიცაა მონაწილეების ინიციატივით მუყაოს ყუთების მოძიება, მოხატვა და სხვადასხვა დაწესებულებებში განთავსება მაკულატურის შეგროვების მიზნით.

ამის თაობაზე კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ,,WMTR II" გუნდმა ტრენინგი კასპის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ტრენინგი.

ტრენინგი ეხებოდა ზოგადად ნარჩენების და განსაკუთრებით პლასტმასის ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ტენდენციებსა და პრობლემებს როგორც საქართველოში ისე მთელ მსოფლიოში.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია 4 R მიდგომის შესახებ და გაეცნენ ყოველდღიურად ნარჩენების შემცირების, მეორადი გამოყენებისა და გადამუშავების გზებს.

შეგროვებულ ნარჩენ ქაღალდს ქართული გადამამუშავებელი კომპანია გამოიყენებს ახალი პროდუქტის საწარმოებლად. აღნიშნული პროექტი WMTR II გუნდის მხარდაჭერით განხორციელდება. WMTR II ახორციელებს CENN, USAID-ის მხარდაჭერით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები