ახალი ამბები
გორის სამშობიარო სახლში მოქალაქეს საფულე მოპარეს
მოქალაქეს გორის სამშობიარო სახლში მაგიდაზე დადებული საფულე მოპარეს. გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყეს.

შემთხვევა ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში მოხდა. აღნიშნულ ფაქტს საავადმყოფოს ადმინისტრაციის თანამშრომლები ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ, წინა მორიგეობის თანამშრომლებისგან შეიტყვეს:

,,ჩვენ ამჟამად ახალი სმენის თანამშრომლები ვართ. წინა სმენის დროს გუშინ დაუკარგავს მოქალაქეს საფულე." - აცხადებენ საავადმყოფოს თანამშრომლები.

იმ პერიოდში, როდესაც მოქალაქემ საფულე დაკარგა, ერთ-ერთი საეჭვო მამაკაცი შეამჩნიეს. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა პირის იდენტიფიკაცია სათვალთვალო კამერების მეშვეობით სცადეს, თუმცა არც საავადმყოფოსთან და არც მიმდებარე სუპერმარკეტთან დამონტაჟებული კამერა არ მუშაობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები