ახალი ამბები
გორში წმინდაწყლის გაზონში გაზრდილი ნერგები ხმება
გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე გაზონში ნერგები ხმება. ამის შესახებ ფოტოს სამოქალაქო აქტივისტი ბადრი ციქუბაძე ავრცელებს.

მისი თქმით, თუ შესაბამის სამსახურს ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის, მზადაა მოხალისედ ჩაეწეროს:

,,გამწვანების ზოლი სავალალო მდგომარეობაშია. უწყლოობის გამო ხეები ერთმანეთის მიყოლებით ხმება. რომელი სამსახურია პასუხისმგებელი მოვლა-პატრონობაზე არ ვიცი, მაგრამ თუ ადამიანური რესურსის სიმცირეა პრობლემა მზად ვარ მოხალისედ ჩავეწერო. საცოდაობაა უკვე ნახარები ხეების გახმობა" - აცხადებს ბადრი ციქუბაძე.

მერიას საპასუხოდ ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები