ახალი ამბები
წიგნები რომელსაც გორში კითხულობდნენ
გორის პროფესიული კოლეჯის კუთვნილ ერთ-ერთ შენობაში იმ დარბაზს მივაკვლიეთ, სადაც გორის გაუქმებული ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდია ,,განთავსებული". წიგნები ამ ოთახში 2006 ან 2009 წელს დაყარეს.

ამის ამსახველი ფოტომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო. გორის მერიას ქონება საკუთარ ბალანსზე არ აუღია, არც მანამდე არსებულ გამგეობას. ჯერ-ჯერობით, უცნობია, წიგნების ამჟამინდელი მფლობელის ვინაობა.

ბიბლიოთეკების მასობრივი გაუქმება ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, შემდეგ 2009 წელს გაგრძელდა. ქალაქ გორში მხოლოდ ერთი - ცენტრალური ბიბლიოთეკა დარჩა. რაიონებში კი, ყველა სასოფლო ბიბლიოთეკა გაუქმდა.

სოფლების ბიბლიოთეკების წიგნები საჯარო სკოლებში გადაიტანეს, ქალაქის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი კი, დღეს ასე გამოიყურება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები