ახალი ამბები
გორის მერიის კულტურის ცენტრის თანამშრომლები ქობულეთში მოსწავლეებთან ერთად გაემგზავრნენ
გორის მერიის კულტურის ცენტრის თანამშრომლები ქობულეთში მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სასტუმროში განთავსდნენ. ამის შესახებ იმ დოკუმენტშია საუბარი, რომელიც კულტურის ცენტრსა და ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროს შორის გაფორმდა.

ხელშეკრულების მიხედვით, სასტუმრო გათვალისწინებულია როგორც ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის, ასევე, კულტურის ცენტრის თანამშრომლებისთვის. ზღვისპირა ქალაქში სასტუმროს ქირის თანხას კულტურის ცენტრის თანამშრომლებისთვისაც ბიუჯეტი იხდის.

დოკუმენტის მიხედვით, სასტუმროში გორიდან 31 პირი გაემგზავრა, მათ შორის, 4 სკოლის გუნდის მოსწავლე.

გორის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი გელა ჯაფარიძე ამბობს, რომ მათი სკოლის გუნდში  6 მოსწავლეა გაწევრიანებული. მეოთხე სკოლის გუნდში კი - 5 მოსწავლეა რეგისტრირებული. მეათე და მეხუთე სკოლის დირექტორებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. 

მეათე სკოლის დირექტორის განმარტებით, სამართალწარმოების ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებისთვის აჭარაში გამგზავრება კულტურის ცენტრმა უზრუნველყო. ,,როგორც მე ვიცი, აპირებენ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში მისვლას. დეტალებზე უფრო მეტად კულტურის ცენტრში ეცოდინებათ" - აცხადებს გელა ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ სამართალწარმოების ოლიმპიადაში გორიდან ორმა გუნდმა გაიმარჯვა - მეორე და მეოთხე სკოლის გუნდებმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები