ახალი ამბები
ზნაურის (ყორნისი) რაიონში რუსთაველი ქალი დააკავეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 40-წლის ქალი ზნაურის (ყორნისი) რაიონში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, დაკავებულია ქალაქ რუსთავში მცხოვრები ქალი, რომელიც სოფელ ბალთაში იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, დე-ფაქტო ხელისუფლების სასამართლომ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ქალბატონს ჯარიმა დააკისრეს და საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს.

სოფელი ბალთა ემიჯნება საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ატოცს. ატოცსა და ბალთას შორის არის სოფლები: სერიბალთა და ქალეთი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები