ახალი ამბები
ქვემო ჭალაში ახალგაზრდა მოხალისეები სკვერს აწყობენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში სკოლის მოსწავლეები სკვერის მოწყობა დაიწყეს. მოხალისეები, დღეს, სოფლის კულტურის სახლისა და ამილახვრების სასახლის გვერდით, შეიკრიბნენ და სკამების მონტაჟი დაიწყეს.

გარდა ამისა, კულტსახლის კედელი თეთრად შეღებეს, სადაც საშუალება ექნებათ კინოჩვენებები გამართონ.

პროექტის მონაწილეებმა სკვერისთვის ის სკამები გამოიყენეს, რომელიც თავის დროზე გადაყრილი იყო. ახალგაზრდებმა  ჯერ შეღებეს, შემდეგ კი, მიწაზე დაამაგრეს.

პროექტს ,,ჩაერთე" ახორციელებენ ორგანიზაციები: ,,ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისთვის" და ,,კონა". დღევანდელ შეკრებამდე ქვემო ჭალელ ახალგაზრდებს კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი შეხვდა, რომელმაც სოფლის ახალგაზრდებს დახმარება აღუთქვა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები