ახალი ამბები
ადამიანის მეგობარ ,,გივის" დანით დაზიანებები ყელის არეში მიაყენეს
ძაღლი, სახელად გივი, ყელის არეში მრავლობითი დაზიანებებით წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ცხოველთა დამცველმა ირმა მთივლიშვილმა ნახა. მისი თქმით,  ჭრილობები ყელის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

,,თავდაპირველად, ძაღლი როცა დავინახე, ყელთან შევნიშნე დაზიანებები. მივუახლოვდი, უკან გაიწა, შეშინებული იყო, შემდეგ წავიდა და დაიმალა. ცოტა ხანში, ისევ გამოვედი მოსაძებნად, ვიპოვნე, ერთ-ერთი მანქანის ქვეშ იწვა. წამოვიყვანე კლინიკაში და ჭრილობები დავუმუშავე. ძალიან საშინელ მდგომარეობში ჰქონდა ყელი, ალბათ ვიღაცა ძაღლისთვის თავის მოჭრას აპირებდა, საბედნიეროდ გადარჩა, იმიტომ რომ ხორხი არ აქვს დაზიანებული. ძალიან კეთილი და უწყინარი ძაღლია, არავის ერჩის, ყველასთან მიდის და ენდობა, ვინც კი დაუძახებს. იმდენად უწყინარია, ჭრილობების დამუშავების დროს, არც კი დაუღრენია“ -ამბობს ირმა მთიულიშვილი.

,,გივი", წმინდაწყალზე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ბაზრის თანამშრომლებს ცხოველი ძალიან უყვართ. აჭმევენ, უვლიან, სახელიც მათ შეურჩიეს - გივი. მომხდარი ამბით ძალიან შეწუხებულები არიან, ვერ ხვდებიან ვინ და რატომ ჩაიდინა ეს ფაქტი.




Print

სტატიის გამოყენების პირობები