ახალი ამბები
შარტავას ქუჩაზე ელექტრო სადენების ჩამოწყვეტის მიზეზის დასადგენად სამართალწარმოება დაიწყო
ქალაქ გორში, შარტავას ქუჩაზე სავარაუდოთ სატვირთო მანქანამ ელექტრო სადენები ჩამოწყვიტა, რის შედეგაც შარტავს ქუჩის მცხოვრებ რამდენიმე მოსახლეს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა. შემთხვევის ადგილზე მოსახლეობამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

,,სტალინისა და თბილისის ქუჩაზე საგზაო სარემონტო სამუშაოების გამო ავტომობილები შემოვლითი გზით, შარტავას ქუჩით მოძრაობდნენ, ამის გამო შესაძლოა სატვირთო მანქანამ დააზიანა ელექტრო სადენები." - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები