ახალი ამბები
ბორჯომში მომხდარი ავარიის შედეგად 26 წლის გორელი მამაკაცი დაიღუპა
გუშინ, ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის გორელი მამაკაცი, გოგა ჭუჭყიანი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, გოგა ჭუჭყიანი KIA-ს მარკის ავტომობილს მართავდა, რა დროსაც მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და სატვირთოს შეეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისრტოს პრესსამსახურის თქმით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები