ახალი ამბები
სტიქია გორში - ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა
გვიან ღამით გორში, სადგურის დასახლებაში ძლიერი წვიმის გამო მეწყერი ჩამოწვა.

მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, მაშველებმა სახლებიდან სამი ოჯახი გამოყვანეს და უსაფრთხო ადგიილას გადაიყვანეს.

მერიის პრესსამსახურის თქმით,  გორის მერი, კოტე თავზარაშვილი მთელი ღამის განმავლობაში კრიტიკულ ლოკაციებზე მაშველებთან ერთად იმყოფებოდა.

თავზარაშვილი დაზარალებულ ოჯახებს დღეს მოინახულებს. 

ფოტო: ანა შეპკინა

Print

სტატიის გამოყენების პირობები