ახალი ამბები
გოგებაშვილის ქუჩაზე ავტოსამრეცახაოებს შლიან
იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე არსებულ ავტოსამრეცხაოების მეპატრონეებს ნაგებობების დასაშლელად გორის მერიისი მიერ მიცემული ვადა დღეს ეიწურებათ.

გოგებაშვილის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების დაწყებისთანავე, ავტოსამრეცხაოებს აიღებენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიის პრეს - სამსახურმა ჯერ კიდევ მაისის თვეში განუცხადა.

,,ობიექტების მფლობელებს საკუთარი საქმიანობის გაგრძელება, სხვა, ალტერნატიულ ფართზე შეეძლებათ. თუ სად გადავა სამრეცხაოები, ამ ეტაპზე, ჯერ უცნობია.“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს დილით შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრტან ავტოსამრეცხაოს მეპატრონეებმა განაცხადეს, რომ ხვალიდან სამსახურის გარეშე რჩებიან.

,,თავდაპირველად გორის მერია ალტერნატიულ ფართის გამოყოფაზე საუბრობდა, ახლა კი მათი დაპირება არსად ჩანს. ხვალიდან ყველანი უმუშევრები ვრჩებით და ვის უნდა მივაკითხოთ ეგეც არც ვიცით“- განაცხადეს სამრეცხაოების მეპატრონეებმა.


იხ.ამავე თემაზე: 
გოგებაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
გორში მეჯუდას სანაპიროზე სამრეცხაოები ზაფხულიდან აღარ იქნება


Print

სტატიის გამოყენების პირობები