ახალი ამბები
სკრაში მატარებელს ქვა ესროლეს
გორის რაიონის სოფელ სკრაში დაუდგენელმა პირმა ფოთი-თბილისის მატარებელს ქვა ესროლა.
სროლის შედეგად დაზიანდა ჩქაროსნული მატრებლის მინა, რის გამოც მატარებელი კასპში 39 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, კასპის რკინიგზის სადგურის უფროსმა თამაზ ჭონიაშვილმა განუცხადა, რომ მატრებელი კასპის შსს-ს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დათვალიერეს.

,,დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ჩქაროსნული მატარებელის ვაგონს ერთი მინა ჰქონდა დაზიანებული. მემანქანის თქმით მატარებელს ქვა სოფელ სკრასთან ესროლეს.“- განაცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან თამაზ ჭონიაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 188- ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. რაც გულისხმობს სხვის ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხიოლებლობით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები