ახალი ამბები
ძლიერი ნალექის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა გორის მერმა მოინახულა
სადგურის დასახლებაში, ივ.მიჩურინის ქუჩაზე, ძლიერი ნალექის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა გორის მერმა მოინახულა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, 23 ივლის, გვიან ღამით, ქალაქ გორში სადგურის დასახლებაში მოვარდნილმა ღვარცოფმა და უხვმა ნალექმა, იმ. მიჩურინის ქუჩის, რამოდენიმე მოსახლის საცხოვრებელი სახლი დაზიანა, სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენიმე ოჯახს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

საინჟინრო - გეოლოგიური დასკვნის მომზადების მიზნით, გორის მერია დაუყოვნებლივ მიმართავს საექსპერტო ბიუროს, რის შემდეგაც გაირკვევა შეიძლება თუ არა ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაცია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები