ახალი ამბები
ჟურნალისტური პროდუქტის დასაფინანსებლად კონკურსი გამოცხადდა
Open Media” ჰაბი აცხადებს ახალ კონკურსს სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვასთვის, უკრაინისთვის, რუსეთისთვის, ბელორუსისთვის.

კონკურსში მონაწილეობის შეუძლიათ ტელე და ონლაინ ვიდეო ჟურნალისტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

,, სამაუწყებლო და ონლიან მედიას ვთავაზობთ, წარმოადგინონ საგამოძიებო რეპორტაჟები თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი და აქტუალურია მათ ქვეყნებში: კორუფცია, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დარღვევები…შერჩეულ კანდიდატურებს პროდაქშენის პროცესში დახმარებასთან ერთად სამომავლოდაც შევთავაზებთ თანამშრომლობას. სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრისათვის მათ შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროექტები ევროპულ მედიას შემოდგომაზე ბერლინში წარუდგინონ. ამით რეპორტაჟების დაფინანსების შესაძლებლობაც გაიზრდება."წერია კონკურსის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

- მაუწყებლებისთვის: 12 წუთიანი (სასურველია), ან 26-დან 52 წუთამდე ვიდეო;
- ონლაინ: Long Read, ვებდოკუმენტების პროექტი, პროფილი;
- სამაუწყებლო და ონლაინ ფორმატების კომბინაცია.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

• საინფორმაციო საშუალებებს (ტელევიზიები, ონლაინ სააგენტოები);
• ჟურნალისტური ორგანიზაციები (ასოციაციები, ფონდები), თუკი ისინი დაადასტურებენ, რომ მომზადებული მასალა გამოქვეყნდება მოქმედი მედიასაშუალების მიერ;
• აუდიო-ვიზუალური პროდაქშენები;
• ჟურნალისტები, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ ზემოთ აღნიშნული ორგაზაციების სახელით.

გამონაკლისი: კონკრეტულ შემთხვევებში ღია მედიაჰაბს შეუძლია, რომ ჟურნალისტებსა თუ ტელეპროდიუსერებს ინდივიდუალურად, წარმომადგენლობითობის გარეშეც მისცეს კონკურსში მონაწილეობის შესაძლობლობა. ამ შემთხვევებში არ იქნება აუცილებელი, რომ მონაწილე წარმოადგენდეს რომელიმე მედიასაშუალებას. შესაბამისად, თუკი კონკურსში მონაწილეობას იღებენ ბლოგერები, ვიდეობლოგერები და მოქალაქე ჟურნალისტები, მათ უნდა დაასაბუთონ, რა აუდიტორიაზე აქვთ და ექნებათ წვდომა.

ბიუჯეტი:

მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი პროპორციული იქნება კონკრეტული ქვეყნის მედიასაშუალებების მიერ მომზადებული პროდუქტის საბაზრო ფასებთან.

დაფინანსება მოხდება ფორმატის, მაგალითად, ქრონომეტრაჟის შესაბამისად, მაქსიმუმ 8.000 ევროთი.
- ონლაინ მასალა, Long Read - მაქსიმუმ 1.500 ევრო.
- 12 წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი + სოციალური მედიის 3 პროდუქტი + 1 ონლაინ მასალა, Long Read: 5.000 ევრო.
- 26 წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი: 4.500 ევრო.
- 52 წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟი: 8.000 ევრო.

მისაღებია რამდენიმე წინადადება ერთი და იგივე აპლიკანტისგან, ღია მედიაჰაბის გასულ კონკურსებში მონაწილეობის ჩათვლით.

აპლიკაცია:
ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, საგარანტიო წერილი, ბიუჯეტი, მონაწილის დოკუმენტი და რისკების შეფასების ფორმა წარმოდგენილი უნდა იყოს შევსებულ ონლაინ ფორმასთან ერთად.

რეგისტრაციის ვადა:
19 აგვისტო, 2018

შედეგების გამოქვეყნება:
17 სექტემბერი, 2018.

გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება სწრაფად, არა უგვიანეს 2018 წლის 17 სექტემბრისა. ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს არა უგვიანეს 2018 წლის 20 სექტემბრისა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები