ახალი ამბები
ბაზრის მოვაჭრეები გივის გამოჩენას ოვაციებით შეხვდნენ (VIDEO)
რამდენიმე დღის წინ, გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა, ცხოველთა დამცველს ირმა მთიულიშვილს კლინიკაში ძაღლი მიუყვანეს, რომელსაც ყელის არეში დანით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. მოვაჭრეებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვინ მიაყენა ძაღლს დაზიანებები.მთივლიშვილმა ცხოველს ჭრილობები დაუმუშავა, ძაღლი ახლა ისევ ბაზრის ტერიტორიაზე იმყოფება და კლინიკაში წამლის წასასმელად ყოველ დღე თავისი ფეხით მიდის.

კლინიკა სადაც გივი მკურნალობს, აგრარულ ბაზრთან ახლოს მდებარეობს. ძაღლის გამოჩენას მოვაჭრეები ოვაციებით შეხვდნენ.

ერთ-ერთი მოვაჭრე დალი ქალდანი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან აცხადებს, რომ გივი რომელსაც ცეზარსაც ეძახიან, ბაზარის ტერიტორიაზე გაიზარდა და მოვაჭრეები უვლიან.

,,აქ მომუშავე ყველა თანამშრომელი ვპატრონობთ ამ ძაღლს, ჩვენი გაზრდილია, ძალიან მშვიდია და არავის ერჩის. ყველა განვიცდით ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავთ. როცა ბაზარს ვტოვებთ, ის ამ ტერიტორიაზე არავის უშვებს.“- ამბობს დალი ქალდანი.

ცხოველთა დამცველის, ირმა მთიულიშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები ბოლო პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უყურადღებოდ რჩება.

,,საზოგადოებაც მიეჩვია ცხოველებზე ძალადობის ფაქტების მოსმენას, ყოველდღიურად რეგიონებში ცხოველების მასობრივი ხოცვის ფაქტები ვლინდება. სამწუხაროა რომ პოლიციაც არ რეაგირებ ასეთ ფაქტებზე.“- ამბობს ირმა მთიულიშვილი.

იხ.ამავე თემაზე:
ადამიანის მეგობარ ,,გივის" დანით დაზიანებები ყელის არეში მიაყენეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები