ახალი ამბები
ადგილობრივი მკვიდრის თქმით რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ხურვალეთს გადაუფრინა
დაახლოებით ერთი საათის წინ სოფელ ხურვალეთს რუსეთის სამხედრო ვერტმფრენმა გადაუფრინა.

ინფორმაციას ამის შესახებ, ხურვალეთში არსებული მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი, ლუდმილა სალია სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.

მისი თქმით რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო საზღვარი დაარღვია, სოფელ ხურვალეთს გადაუფრინა და ორჭოსანის სამხედრო ბაზაზე დაჯდა.

შეგახსენებთ, გორის რაიონი სოფელი ხურვალეთი ესაზღვრება რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფლებს, წინაგარასა და ორჭოსანს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები