ახალი ამბები
ლანჩხუთში, კახეთიდან ჩამოტანილ ხორბალში აზიური ფაროსანა არ აღმოჩნდა
ლანჩხუთში, კახეთიდან ჩამოტანილ ხორბალში აზიური ფაროსანა არ აღმოჩნდა

ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა. ნიკა მესხის განმარტებით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მარცვლოვანი კულტურისთვის ცნობილ მავნებელთან - კუსებურასთან, რომლის კონტროლიც საკმაოდ მარტივია და საშიშროებას არ წარმოადგენს.

კახეთიდან შემოტანილ ხორბალში აზიური ფაროსანას არსებობის შესახებ ინფორმაცია ლანჩხუთში ერთ-ერთმა მაღაზიის მეპატრონემ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. ფაქტი სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილზე გადაამოწმეს.

ნიკა მესხი აღნიშნავს, იმასაც რომ აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი არ გაფართოებულა და მავნებელი ამ ეტაპზე, მხოლოდ დასავლეთ საქართველოში აქტიურობს.



მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები