ახალი ამბები
ბრეძაში სასმელი წყლის ტუმბო 100-მეტრიან ჭაბურღილში ჩავარდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძაში წყლის ტუმბო ჭაბურღილში ჩავარდა, რომელიც 100 მ სიღრმისაა. ამის გამო, სოფლის 350 მოსახლე სასმელი წყლის გარეშე დარჩა.

ქარელის მერიის ცნობით, აღდგენითი სამუშაოები დროულად დაიწო. ჭაბურღილიდან ტუმბო ამწეს მეშვეობით ამოიღეს, რამაც დამატებითი პრობლემები შექმნა. ტუმბოს ამოღების დროს მთლიანად დაზიანდა მილი.

მერიის ადმინისტრაციის ცნობით, 23 ივლისს, თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები