ახალი ამბები
რაიონის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებს ხელფასი გაეზრდებათ
რაიონის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებს ხელფასი გაეზრდებათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

,,რაიონის სასწრაფო - სამედიცინო ბრიგადებს 20-30 %-ით გავუზრდით ხელფასებს. ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ზოგადად სერვისი და ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში, მოსახლეობას უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად მივაწოდოთ.” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები