პოლონელი მოზარდები ქართული კულტურის გასაცნობად გორში თანატოლებთან იცხოვრებენ
პოლონელი მოზარდები ქართული კულტურის გასაცნობად ქართულ ოჯახებში
იცხოვრებენ. ისინი გორში 1-3 აგვისტოს ჩავლენ და ორგანიზაცია
,,მეგობრობის ხიდი-ქართლოსის“ ორგანიზებით სხვადასხვა სახლებში
გადანაწილდებიან.
ორგანიზაციის წარმომადგენლის მეგი ბიბილურის ცნობით, პრიორიტეტი იმ
ოჯახებს მიენიჭება, სადაც ასევე იმავე ასაკის მოზარდები
იზრდებიან:
,,გორში, 1-3 აგვისტოს, გვეყოლება სტუმრად პოლონელი, 13 -16 წლის
ასაკის მოზარდები, რომლებიც ჩამოდიან ქართული კულტურის გასაცნობად.
პროგრამა ითვალისწინებს ქართულ ოჯახებში მასპინძელობას. ვინც
დაინტერესებულია იმით, რომ 3 ღამით დაიტოვოს თითო ბავშვი, გააცნოს
ქართული კულტურა, სამზარეულო, რეგიონი და დაიმეგობროს, უნდა
მოგვმართოს ჩვენ. მთელი დღის განმავლობაში პროგრამა დატვირთული გვაქვს
,,ქართლოსში“. საღამოს 18:00 საათიდან დილის 9:00 საათამდე კი
დაბინავდებიან ოჯახებში“ - აღნიშნავს მეგი ბიბილური.
სტატიის გამოყენების პირობები