ახალი ამბები
სოფელ ხოვლეში 4 ჰექტარი პურის ყანა დაიწვა
25 ივლისს, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში ხანძარი გაჩნდა, ხანძრის შედეგად 4 გექტრამდე პურის ყანა და მრავალწლიანი კაკლის ხეები დაიწვა.

ადგილობრივების თქმით, დაუდგენელი პირები აბანოანთხევში გაუქმებულ გაზის მილებს მიწიდან იღებდნენ, რა დროსაც გაჩნდა ცეცხლი, უცნობმა პირებმა ცეცხლის გაჩენისთანავე მიატოვეს ტერიტორია და გაიქცნენ. აბანოანთხევიდან კანტორამდე ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, დაიწვა მოსახლეობის მოსავალი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თქმით, არსებობდა მოსახლეობაში ხანძრის გავრცელების რისკები. კასპის სახანძრო სამაშველო სამსახურის მიერ დროულად იქნა ლიკვიდრებული ხანძარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია მოკვლევა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები