ახალი ამბები
,,ბეწვის ხიდზე" ფიცრები ჩატყდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების, მირიანისა და ქვემო ხანდაკის მოსახლეობა ,,ბეწვის ხიდის" რეაბილიტაციას ითხოვს. ამის შესახებ ადგილობრივებმა ერთობლივი განცხადებით მერიას უკვე მიმართეს.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ცნობით, სარეაბილიტაციო მზადება უკვე დაიწყო და ხიდის აღდგენა დროულად მოხდება.

,,ბეწვის ხიდი" მდინარე მტკვარზეა და ერთმანეთს ქვემო ხანდაკსა და მირიანს აკავშირებს. ამ ხიდით ქვემო ხანდაკელები მირიანის სადგურისკენ მოძრაობენ. საფეხმავლო ხიდზე მოძრაობა სახიფათო განსაკუთრებით ღამის საათებშია. 

მერის წარმომადგენელი კავთისხევის თემში, მიხეილ კელაპტრიშვილი აღნიშნავს, რომ ფიცრები რამდენიმე ადგილას უკვე ჩატეხილია. გაუფრთხილებელი მოძრაობის შემთხვევში შესაძლოა ადამიანი მდინარე მტკვარში ჩავარდეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები