ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო (VIDEO)
27 ივლისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა 83-ე გამოსაშვები საღამო აღინიშნა.

2017-2018 სასწავლო წელს, გორის უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები 320 სტუდენტმა დაასრულა.

გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი საღამოზე სიტყვით გამოვიდა და სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცა.

,,მეამაყება თითოეული თქვენთაგანი, რადგან თქვენში მე ვხედავ არა მარტო მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტებს, არამედ ღირსეულ, მაღალ სამოქალაქო ცნობიერების მქონე ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, თქვენ იქნებით გარანტორები ჩვენი ქვეყნის სამომავლო წინსვლისა. გორის უნივერსიტეტი ყოველწლიურად გამოსცემს ჟურნალს, სადაც კურსდამთავრებულთა მონაცემებია განთავსებული. აღნიშნული ჟურნალი ყველა დამსაქმებელს მიეწოდება. ასევე ბევრ მათგანს აქვს პრივილეგია დარჩეს და გაგრძელოს სამეცნიერო მოღვაწეობა ჩვენს უნივერსიტეტში.“- აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლის დროს.

კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დამთავრება გორის მერმა კოტე თავზარაშვილმაც მიულოცა. თავზარაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას სტუდენტები სასიკეთოდ მოახმარენ გორს და გორის რაიონს.

გამოსაშვებ საღამოზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე ესწრებოდა.

ღონისძიება გორის უნივერსიტეტის ბენდის კონცერტით დასრულდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები