ახალი ამბები
ცხოველთა ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ცხინვალის რეგიონში მსხვილფეხა პირუტყვი ეპიდემიის რისკის ზონაშია
ცხოველთა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) ცნობით, ცხინვალის რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორია) მსხვილფეხა პირუტყვი რისკის ზონაშია. ამის შესახებ ორგანიზაციამ წერილობით საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 23 ივლისს აცნობა.
ელექტრონულ ფოსტით მიღებული წერილის მიხედვით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს აფრთხილებენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რაიონში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ნოდულაური დერმატიტის შემთხვევები მომატებულია და რეგიონი ეპიდემიის რისკის ზონაში იმყოფება.

,,მსხვილფეხა პირუტყვში ნოდულარული დერმატიტის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, რისკის ზონებში განხორციელდება აღნიშნული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.“ - აღნიშნავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, რიგ მუნიციპალიტეტებში და გასულ 2017 წელს, ბევრგან, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზეც, დაფიქსირდა მსხვილფეხა პირუტყვის ნოდულარული დერმატიტის შემთხვევები. სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის აპრილ-მაისის თვეში, უკვე ჩაატარა შესაბამისი ვაქცინაცია იმ მუნიციპალიტეტებში სადაც დაავადებამ იჩინა თავი. ვაქცინაციის მომდენო ეტაპი დაიწყო მიმდინარე წლის ივლისის თვეში.

,,ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) საქართველოს დელეგატს (23.07.2018.) ე-მეილის სახით გადმოუგზავნა მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაფიქსირებული ნოდულარული დერმატიტის დაავადების შემთხვევების შესახებ. ასევე თურქეთის ტერიტორიაზე სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის საზღვართან უშუალო სიახლოვეს ნოდულარული დერმატიტის ახალი აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) დელეგატს საქართველოში ოფიციალური მეილის სახით შეატყობინა თურქეთში ანკარის თურქულის ინსტიტუტის დიაგნოსტიკის დეპარტამენტის უფროსმა (03.07.18 და 09.07.2018). აღნიშნული დაავადების ახალი კერები, ასევე დაფიქსირებულია რუსეთის ფედერეციაში. მოსაზღვრე ქვეყნებში (რაც გახდა ძირითადი მიზეზი ქვეყანაში დაავადების ახალი კერების გამოვლინებისა) და ქვეყნის შიგნით არსებული ეპიზოოტიური მდგომარეობიდან გამომდინარე (დაავადების კლინიკური გამოვლინებები დაფიქსირდა ასევე კახეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში და აჭარის ა/რესპუბლიკაში, ხოლო ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული გამოვლინებებია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში), აუცილებელია რაც შიძლება მოკლე პერიოდში ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში საფრთხეებიდან გამომდინარე ადეკვატური ინტერვენციის განხორციელება სპეციფიკური ვაქცინით, რაც ეპიზოოტიური საშიშროებიდან გამომდინარე დროულად აგვარიდებს არაიმუნურ ცხოველებში დაავადების გავრცელებასა და მისგან გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს ფერმერულ და ოჯახურ მეურნეობებში (ლიტერატურული მონაცემებით ავადობა აღწევს 45%მდე, სიკვდილიანობა - 2 - დან - 10%-მდე, წველადობის შემცირება, დაავადებული ცხოველების მკურნალობაზე და დაავადების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები და სხვა).“ - აღნიშნავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს ცნობით, 2018 წელს სულ 300 000 მსხვილფეხა პირუტყვის აცრაა დაგეგმილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები