ახალი ამბები
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყნის მაშტაბით, მიმდინარე და სამომავლო ინფრასტუქტურული პროექტები გააცნო.

,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიწყო დეცენტრალიზაციის საშუალო ვადიანი სტრატეგიის პროექტის მომზადება. პროცესი გულისხმობს მეტი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის მინიჭებას თვითმმართველობებისთვის. მუნციპალიტეტებში მოხდება დამატებითი რესურსებისა და ფინანსების გადანაწილება. ისინი თავად განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, საკითხის სიმწვავესა და აქტუალობას. ეს არის მეტი შესაძლებლობა და კომპეტენცია თვითმმართველობებისთვის დეცენტრალიზაციის პროცესში, რაზეც ყველა მხარე თანხმდება.’’- აღნიშნა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის მოადგილეებმა ჟურნალისტებს გააცნეს ინფორმაცია საგზაო, ტურისტული და სოციალური ინფრასტრუქტრული პროექტების შესახებ, ასევე რეგიონებში წყალმომარაგების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ისაუბრეს ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებსა და სამომავალო გეგმებზე.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონალურ მედიასთან თანამშრომლობას დადებითად აფასებს და თვლის, რომ მოქალაქეებმა სწორი და ობიექტური ინფორმაცია მედიისგან უნდა მიიღოს.
რეგიონალური ინფრასტრუქტურის მინისტრმა საშუალო ვადიანი სტრატეგიის პროექტის მოსამზადებლად, მედიის წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესთავაზეს. შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები