ახალი ამბები
საზაფხულო სკოლაში გორელი მოსწავლეები გიდის პროფესიას დაეუფლნენ
გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და მუზეუმის განყოფილების გორის ს.მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ორგანიზებით, მუზეუმში ამუშავდა საზაფხულო სკოლა VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოდან აცნობეს.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოსწავლეებმა საბაზისო დონეზე შეისწავლეს სამუზეუმო საქმე სხვადასხვა პროფილით და ჩაერთნენ სამუზეუმო საქმიანობაში, დაეუფლნენ გიდის უნარ-ჩვევებს, დაათვალიერეს ქალაქსა და რაიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გააცოცხლეს ქართული თამაშები და სხვა.

გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ქვათაძემ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ლელა მაისურაძემ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის ყველა მოსწავლეს სერთიფიკატები გადასცეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები