ახალი ამბები
რუსმა სამხედროებმა საკორინთლოსთან 50-წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ საკორინთლოსთან რუსმა სამხედროებმა 50-წლამდე ასაკის მამაკაცი, ვასილ სალამაშვილი დააკავეს. ადგილობრივების ცნობით, სალამაშვილის დაკავება მათ პოლიციელებისგან შეიტყვეს.

დაკავების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს მისი ძმა ილია სალამაშვილიც. იგი იმედოვნებს, რომ ძმას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან დროულად გაათავისუფლებენ.

,,დადასტურდა, რომ ვასილ სალამაშვილი დაკავებულია. პოლიციამ საქმის კურსში ჩააყენა სადამკირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი" - აცხადებს ქვემო ჭალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული სტეფანე მესროფაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები