ახალი ამბები
ავტობანზე გორის სიახლოვეს ავარია მოხდა
დღეს, თბილისი-ლესელიძის მთავარ ავტომაგისტრალზე, გორთან, ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ,,გაზელის" ტიპის ავტომანქანები შეეჯახა.

რუსთავი 2-ის ცნობით, დაშავდა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი. სატრანსპორტო საშუალებები დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობდა.

გამოძიებას შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები აწარმოებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები